თავში

საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ხუთი ადამიანი დააკ
საფრანგეთში მასწავლებლის მკვლელობის საქმეზე კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს

საფრანგეთის პოლიციის ანტიტერორისტული ქვედანაყოფის (SDAT) თანამშრომლებმა ისტორიის მასწავლებლის სამუელ პატის მკვლელობის საქმეზე პარიზის მახლობლად კიდევ ხუთი ადამიანი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ გაზეთი Le Parisien ავრცელებს.

გავრცელებული ცნობებით, პოლიციამ 18-დან 21 წლამდე ხუთი ახალგაზრდა დააკავა. ყველა მათგანი ჩეჩნური წარმოშობისაა.

საერთო ჯამში, გაზეთის ინფორმაციის, პატის მკვლელობის საქმეზე 14 ადამიანია დაკავებული მათგან ხუთს დანაშაულში თანამონაწილეობის ფაქტზე წაუყენეს ბრალი.

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system