თავში

საფრანგეთში მედიცინის მუშაკები პრემიას მიიღებენ

​საფრანგეთში მედიცინის მუშაკები პრემიას მიიღებენ
საფრანგეთში მედიცინის მუშაკები პრემიას მიიღებენ

საფრანგეთში მედიცინის მუშაკები, რომლებიც კორონავირუსთან ბრძოლაში მონაწილეობენ, 500-დან 1500 ევრომდე ოდენობის პრემიას მიიღებენ. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა განაცხადა.

"1500 ევროს მიიღებს ყველა თანამშრომელი, რომელიც COVID-19-ს ყველაზე დაზარალებული დეპარტამენტის საავადმყოფოებში ებრძვის, ასევე იმ სამსახურების პერსონალი, რომელიც ნაკლებად დაზარალებულ დეპარტამენტებში ინფიცირებულებს იღებენ", - აღნიშნა პრემიერმა.

მისი თქმით, მედიცინის სხვა მუშაკები 500 ევროს მიიღებენ.

ასევე, ეპიდემიის დროს საავადმყოფოებში ზეგანაკვეთური მუშაობა 50%-ით უფრო მეტად ანაზღაურდება, ვიდრე სხვა დროს იყო.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, პრემიებისთვის 1,3 მილიარდი ევრო იქნება გამოყოფილი. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system