თავში

საფრანგეთში მედპერსონალის სავალდებულო წესით აცრაზე ფიქრობენ

​საფრანგეთში მედპერსონალის სავალდებულო წესით აცრაზე ფიქრობენ
საფრანგეთში მედპერსონალის სავალდებულო წესით აცრაზე ფიქრობენ

საფრანგეთის ხელისუფლება შეშფოთებულია მოხუცებულთა სახლებში მომუშავე მედპერსონალის ნაწილის ვაქცინაციაზე უარის გამო. ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

მიუხედავად პრიორიტეტული კატეგორიისა, კორონავირუსზე მოხუცებულთა სახლებში დასაქმებული მედიკოსების მხოლოდ მესამედი აიცრა. ამ გადაწყვეტილებას პრემიერმა ძალიან უარყოფითი შეფასება მისცა და მას უპასუხისმგებლო ნაბიჯი უწოდა. "ეს არანორმალურია", - განაცხადა კასტექსმა.

მანმადე , საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომაზე მედპერსონალის სავალდებულო ვაქცინაციის საკითხი დააყენა. მთავრობამ ინიციატივას მხარი არ დაუჭირა და მიიჩნია, რომ ეს ნებაყოფლობით გადასაწყვეტი საკითხი უნდა ყოფილიყო.

ამ დროისთვის ქვეყანაში 4 მილიონი მოქალაქეა აცრილი. საფრანგეთის მთავრობა ვაქცინაციის კამპანიის დაჩქარებას გეგმავს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system