თავში

საფრანგეთში მოკლული მასწავლებელს "საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოვებენ

​საფრანგეთში მოკლული მასწავლებელს "საპატიო ლეგიონის" ორდენით
საფრანგეთში მოკლული მასწავლებელს საპატიო ლეგიონის ორდენით დააჯილდოვებენ

საფრანგეთში, კონფლან-სენტ-ონორინში მოკლული მასწავლებელს "საპატიო ლეგიონის" ორდენით დააჯილდოვებენ. ამის შესახებ ტელეარხ BFMTV-ს ეთერში ქვეყნის განათლების მინისტრმა, ჟან-მიშელ ბლანკერმა განაცხადა.

მისი თქმით, მოკლული აკადემიური პალმების ორდენითაც დაჯილდოვდება.

"ეს სიმბოლურია, ეს ორდენი ენიჭება მასწავლებლებს, განათლების სამყაროს წარმომადგენლებს”, - განაცხადა ბლანკერმა.

მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სამართალდამცავებმა საქმის გამოძიების ფარგლებში 15 ადამიანი დააკავეს.~

ამასთან, საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა ჟერალ დერმანენმა, ისტორიის მასწავლებლის მკვლელობისა და მისთვის თავის მოკვეთის გამო, ექსტრემიზმში 231 ეჭვმიტანილის ქვეყნიდან გაძევება ბრძანა.

47 წლის სამუელ პატი გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა.

მომხდართან დაკავშირებით ცხრა პირი დააკავეს. დაკავებულებს შორის არიან დამნაშავის მშობლებიც.

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა, მკვლელობას "ისლამისტური ტერაქტი" უწოდა.

ანზოროვის ნათესავების გარდა დააპატიმრეს რადიკალი რელიგიური მოღვაწე, საფრანგეთის იმამთა საბჭოს წევრი აბდელჰაკიმ სეფრიუი და ბრაჰიმ შნინა. სწორედ მათ გაავრცელეს სოციალურ ქსელებში ვიდეომიმართვა, რომ გაკვეთილზე მომხდარი ინციდენტის გამო ისტორიის მასწავლებლისთვის "რაღაც მოეხერხებინათ".

სამუელ პატის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად პარიზსა და ქვეყნის სხვა დიდი ქალაქებში მასშტაბური აქციების გაიმართა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system