
საფრანგეთში, ვანდეას დეპარტამენტში კათოლიკე მღვდელი მოკლეს. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, ჯერალდ დარმანენმა განაცხადა. მინისტრი ინციდენტის ადგილას იმყოფებოდა.
"ვანდეაში კათოლიკე მღდვლის დრამატული მკვლელობის შემდეგ ჩვენს ქვეყანაში ყველა კათოლიკეს სოლიდარობას ვუცხადებ", - წერს დარმანენი "Twitter- ზე".
ტელეარხ BFM TV-ის ცნობით, რუანდელი წარმოშობის პირი ჟანდარმერიაში გამოცხადდა და მღვდლის მკვლელობა აღიარა. მისი მოტივები უცნობია. იგივე პირმა გასულ წელს ნანტში ტაძარსაც წაუკიდა ცეცხლი.