თავში

საფრანგეთში ნინძას კოსტიუმში გადაცმული თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

საფრანგეთში ნინძას კოსტიუმში გადაცმული თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა
საფრანგეთში ნინძას კოსტიუმში გადაცმული თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა

საფრანგეთის პოლიციამ ნინძას კოსტიუმში შემოსილი თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოახდინა. ის პოლიციის ოფიცერს ხმლით თავს დაესხა. შემთხვევა ქალაქ ჩერბურგში მოხდა. მდგომარეობა მას შემდეგ გამწვავდა რაც ქალი პოლიციელების ეკიპაჟმა საეჭვო ავტომობილი შესამოწმებლად გააჩერა. მანქანიდან მათ შეიარაღებული მამაკაცი დაესხა თავს. პოლიციელების თქმით, მათ იძულებით გაისროლეს, რასაც თავდამსხმელის ლიკვიდაცია მოჰყვა. 

საფრანგეთის შინაგან საქმეთა მინისტრმა პოლიციელ ქალებს სოლიდარობა ტვიტერზე გამოუცხადა. მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system