თავში

საფრანგეთში "ომიკრონის" ცხრა შემთხვევა დადასტურდა

​საფრანგეთში "ომიკრონის" ცხრა შემთხვევა დადასტურდა
საფრანგეთში ომიკრონის ცხრა შემთხვევა დადასტურდა

საფრანგეთში COVID-19-ის "ომიკრონის" შტამით ინფიცირების ცხრა შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ რადიო Franceinfo-ს ეთერში ქვეყნის ჯანდაცვის მინისტრმა, ოლივიე ვერანმა განაცხადა.

"ცხრა შემთხვევა ხუთ სხვადასხვა რეგიონში დადასტურდა“, - განაცხადა ვერანმა.

მინისტრი ვარაუდობს, რომ "ომიკრონი" საფრანგეთში რამდენიმე კვირაა ცირკულირებს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system