თავში

საფრანგეთში ორშაბათიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთში ორშაბათიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება
საფრანგეთში ორშაბათიდან პირბადის ტარება სავალდებულო ხდება

საფრანგეთის ქალაქებში ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ფონზე, მატარებლის სადგურებზე 11 მაისიდან ნიღბების ტარება სავალდებულო გახდება.  ამის შესახებ  რკინიგზის ეროვნული საზოგადოების (SNCF) წარმომადგენელმა, მარლენ დოლვეკმა განაცხადა.

”ჩვენ ვთხოვთ მგზავრებს, რომ სადგურზე ნიღბით შევიდნენ და თან ჰქონდეთ სადეზინფექციო გელი”, - განაცხადა დოლვეკმა და აღნიშნა, რომ ”ეს მოთხოვნა სავალდებულოა”. 

დოლვეკმა აღნიშნა, რომ ორშაბათიდან, გაიხსნება სადგურის მახლობლად მდებარე აფთიაქები და მაღაზიები,  ჩვენ ახლა ასევე ვმუშაობთ იმისთვის, რომ შესაძლებელი გახდეს ნიღბების და ანტისეპტიკური გელის გაყიდვა სადგურებზე.

11 მაისიდან საფრანგეთში დაწესებული შეზღუდვები ეტაპობრივად შემცირდება.

საფრანგეთის ხელისუფლების უახლესი მონაცემების თანახმად, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად ქვეყანაში 26 ათასზე მეტი ადამიანი გარდაიცვალა. თითქმის 23 ათასი პაციენტი საავადმყოფოებში იმყოფება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system