თავში

საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია გამოუშვეს

​საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია გამოუშვეს
საფრანგეთში Pfizer-ის ვაქცინის პირველი პარტია გამოუშვეს

საფრანგეთში, Delpharm-ის ფაბრიკაში Pfizer/BioNTech-ის ვაქცინის დაფასოების ხაზი ამოქმედდა. ინფორმაციას ამის შესახებ Medical Xpress ავრცელებს.

მოსალოდნელია, რომ უახლოეს კვირებში მას კიდევ 5 ხაზი დაემატება.

ხაზზე ვაქცინის პირველი სატესტო პარტია გამოუშვეს. იმ შემთხვევაში, თუ ის ხარისხის ყველა სტანდარტს დააკმაყოფილებს, მისი კომერციული წარმოება დაიწყება. ცნობილია, რომ ვაქცინა განკუთვნილი იქნება არა მხოლოდ საფრანგეთისთვის, არამედ ევროკავშირის სხვა ქვეყნებისთვისაც.

მანამდე, 6 აპრილს, საფრანგეთის მრეწველობის მინისტრმა განაცხადა, რომ 2021 წლის ბოლოსთვის რესპუბლიკაში კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის 250 ათასი დოზის წარმოება იგეგმება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system