თავში

საფრანგეთში პოლიციას კარი შეეშალა და შემთხვევით სხვა ოჯახს შეუვარდა

​საფრანგეთში პოლიციას კარი შეეშალა და შემთხვევით სხვა ოჯახს შეუვარდა
საფრანგეთში პოლიციას კარი შეეშალა და შემთხვევით სხვა ოჯახს შეუვარდა

საფრანგეთის ქალაქ ლიმოჟში სპეცრაზმი ტერაქტის ორგანიზებაში ეჭვმიტანილის დასაკავებლად სპეცოპერაციას მართავდა. ამის შესახებ France Info წერს.

ძალოვნებს მარცხენა და მარჯვენა შეეშალათ. იმის ნაცვლად, რომ დერეფნით მარცხნივ წასულიყვნენ, მათ მარჯვნივ შეუხვიეს და მოხუცი წყვილის კარი შეამტვრიეს.

პოლიციამ ასაკოვანი ბინადრების ქალიშვილი გააღვიძა და მოსთხოვა, სასწრაფოდ ეღიარებინა, სად იმყოფებოდა მისი ვაჟი. ქალი ამტკიცებდა, რომ მას შვილი საერთოდ არ ჰყავს. სპეცრაზმი მიხვდა, რომ შეცდომა დაუშვა და ამის შემდეგ სწორ მისამართს მიადგა.

სინაგოგაზე თავდასხმის ორგანიზებაში ეჭვმიტანილი მამაკაცი დაკავებულია, დაზარალებულ ოჯახს კი მიყენებულ ზიანს აუნაზღაურებენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system