თავში

საფრანგეთში პოლიციელებზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს

​საფრანგეთში პოლიციელებზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს
საფრანგეთში პოლიციელებზე თავდასხმაში მეორე ეჭვმიტანილი დააკავეს

პარიზის გარეუბანში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულია მეორე ეჭვმიტანილი, რომელიც, გამოძების ცნობით, პოლიციის პატრულსა და სამართალდამცავების მისამართით სროლაში მონაწილეობდა. ინფორმაციას გაზეთი Le Parisien ავრცელებს.

ამჟამად პოლიცია მესამე ეჭვმიტანილს ეძებს.

7 ოქტომბრის საღამოს სამი ბოროტმოქმედი სამ პოლიციელს თავს დაესხა, რომლებიც სამრეწველო ზონაში პატრულირებდნენ. მათ სამართალდამცავებს იარაღი წაართვეს და ცეცხლი გაუხსნეს.

ერთი ეჭვმიტანილი, 28 წლის ფრანგი, ინციდენტიდან ორი დღის შემდეგ ხელისუფლებას ჩაბარდა. ბრალდებულის ადვოკატი ამტკიცებს, რომ მის კლიენტს თავდასხმები არ განუხორციელებია. ადვოკატის თქმით, დანარჩენი ორი თავდამსხმელი ნასვამი იყო და ძალიან აგრესიულად იქცეოდა, ხოლო მისი დაცვის ქვეშ მყოფი ამ ყველაფერს მხოლოდ ესწრებოდა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system