თავში

საფრანგეთში რელიგიური ცერემონიები განახლდა

საფრანგეთში რელიგიური ცერემონიები განახლდა
საფრანგეთში რელიგიური ცერემონიები განახლდა

საფრანგეთის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ქვეყანაში რელიგიური ცერემონიები განახლდა, რომლებიც ახალი კორონავირუსის პრევენციის მიზნით ბოლო თვეების განმავლობაში გაუქმებული იყო. მომლოცველებს დისტანცირების წესის დაცვა მოუწევთ. მათ შორის მანძილი სულ მცირე ერთ მეტრს უნდა შეადგენდეს, ამასთანავე, სავალდებულო იქნება პირბადის ტარება. ამის შესახებ ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრმა, კრისტოფ კასტანერმა განაცხადა.

სამინისტრო თავის ვებგვერდზე ავრცელებს ინფორმაციას, რომ შესაბამისი ბრძანებულება გამოქვეყნდება უახლოეს საათებში და იგი ძალაში დაუყოვნებლივ შევა.

რელიგიურმა წარმომადგენლებმა უნდა უზრუნველყონ, რომ შენარჩუნდეს ადამიანებს შორის მინიმუმ ერთი მეტრი დაშორება, რაც შეზღუდავს მომლოცველთა რაოდენობას. სახის ნიღბის ტარება სავალდებულო იქნება რელიგიური ცერემონიების დროს.

განსაკუთრებული ყურადღება დაეთმობა შენობების შესასვლელებსა და გასასვლელებს. რელიგიურმა ორგანიზაციებმა უნდა დაადგინონ პასუხისმგებელი პირები, რომლებიც მომლოცველთა ნაკადს დაარეგულირებენ. სალოცავი ადგილების შესასვლელში საჭირო იქნება ხელის დეზინფექცია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system