თავში

საფრანგეთში რეპერს მასწავლებლის მკვლელობის ხსენების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

​საფრანგეთში რეპერს მასწავლებლის მკვლელობის ხსენების გამო პატიმრობა
საფრანგეთში რეპერს მასწავლებლის მკვლელობის ხსენების გამო პატიმრობა მიუსაჯეს

საფრანგეთში ახალგაზრდა რეპერს პატიმრობა მიუსაჯეს იმის გამო, რომ მან მოკლული მასწავლებელი, სამუელ პატი ვიდეოჩანაწერში ახსენა. ინფორმაცია ამის შესახებ BFMTV ავრცელებს.

ვიდეორგოლში 18 წლის რეპერი ახსენებს პედაგოგს, რომელსაც თავი მოჰკვეთეს, შავნიღბიან ახალგაზრდა მამაკაცების გარემოცვაში, რომლებიც მაჩეტეთი, დანებით და ხერხებით არიან შეიარაღებულები. უკანა ფონზე კი მანქანა იწვოდა.

სასამართლო დავა დაჩქარებული რეჟიმით გაიმართა. მუსიკოსი სამშაბათს დააკავეს, ხუთშაბათს კი პროცესი გაიმართა.

ახალგაზრდა მამაკაცი ტერორიზმის გამართლებასა და აკრძალული იარაღის შენახვაში დამნაშავედ ცნეს და 15 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს.

შეგახსენებთ, ოქტომბერში 47 წლის სამუელ პატის, გამოხატვის თავისუფლების გაკვეთილზე მოსწავლეებისთვის მუჰამედის კარიკატურის ჩვენებისთვის, წარმოშობით ჩეჩენმა, 18 წლის რუსეთის მოქალაქემ აბდულაჰ ანზოროვმა თავი მოჰკვეთა. მომხდართან დაკავშირებით რამდენიმე პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system