თავში

საფრანგეთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 110 ათასი ჯარიმა გამოწერეს

საფრანგეთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის =
საფრანგეთში კომენდანტის საათის დარღვევისთვის 110 ათასი ჯარიმა გამოწერეს

საფრანგეთის სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებმა 15 დეკემბრიდან 22 იანვრამდე "კომენდანტის საათის"  დარღვევისთვის 110 ათასი ჯარიმა გამოწერეს.

გარდა ამისა, ამ ხნის განმავლობაში სამართალდამცავებმა 1.4 მილიონზე მეტი შემოწმება ჩაატარეს, აღკვეთეს ფარული წვეულებები, დააჯარიმეს მათი ორგანიზატორები და მონაწილეების ნაწილი.

იანვრის დასაწყისში გავრცელდა ინფორმაცია, რომ საფრანგეთში საახალწლოდ პოლიციამ კომენდატის საათის დარღვევისთვის 6,6 ათასზე მეტი ჯარიმა გამოწერა. კანონის დამრღვევი პირები 135 ევროთი დააჯარიმეს, თუმცა განმეორებითი დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 3,750-მდე იზრდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system