თავში

საფრანგეთში სათხილამურო კურორტები შობაზე იმუშავებს

​საფრანგეთში სათხილამურო კურორტები შობაზე იმუშავებს
საფრანგეთში სათხილამურო კურორტები შობაზე იმუშავებს

საფრანგეთში სათხილამურო კურორტები საშობაო არდადეგების დროს და წლის ბოლოს ღია იქნება. თუმცა, საბაგიროები არ იმუშავებს, - ამის შესახებ ქვეყნის პრემიერ მინისტრმა ჟან კასტექსმა განაცხადა.

ამასთან, მისი თქმით, კომენდანტის საათი, რომელიც ქვეყანაში 15 დეკემბერს 21:00 საათიდან დაწესდება, 24 და 31 დეკემბერს გამონაკლისის სახით გაუქმდება.

კასტექსი მოუწოდებდა ფრანგებს, პასუხისმგებლობა გამოიჩინონ და დღესასწაულებზე სახლებში სტუმრების რაოდენობა შეზღუდონ.

ამასთან, პრემიერის თქმით, 15 დეკემბრიდან რეგიონებს შორის მიმოსვლა ისევ აღდგება, თუმცა რამდენიმე რეგიონში ჩასვლისთვის საჭირო იქნება PCR-ტესტის წარდგენა, რომელიც მოგზაურობამდე არა უგვიანეს 72 საათისა უნდა იყოს ჩატარებული.

საერთაშორისო სტატისტიკური ბიუროს, Worldometer- ის მონაცემებით, დღეისათვის საფრანგეთში კორონავირუსის 2,170,097 შემთხვევაა გამოვლენილი, 50,618 ადამიანი გარდაიცვალა, 156,552 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system