თავში

საფრანგეთში სათხილამურო კურორტები წელს, შესაძლოა, აღარ გაიხსნას

საფრანგეთში სათხილამურო კურორტები წელს, შესაძლოა, აღარ გაიხსნას
საფრანგეთში სათხილამურო კურორტები წელს, შესაძლოა, აღარ გაიხსნას

საფრანგეთის სათხილამურო კურორტები, შესაძლოა, თებერვლის ბოლომდე არ გაიხსნას. ამის შესახებ ინფორმაციას ფრანგული მედია ავრცელებს. 

საფრანგეთში იმედოვნებდნენ, რომ სამთო კურორტების გახსნა პირველი თებერვლიდან შესაძლებელი გახდებოდა, თუმცა ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მათი გახსნა გადაიდო. 

ადგილობრივები არ ეთანხმებიან გადაწყვეტილებას და აცხადებენ, რომ თუ გზები გახსნილია და ქვეყნის მასშტაბით გადაადგილება შესაძლებელი, მაშინ რატომ ხდება სათხილამურო კურორტების დისკრიმინაცია. 

როგორც საფრანგეთის სათხილამურო კურორტების ასოციაციის პრეზიდენტი აცხადებს, შესაძლოა, კურორტები წელს საერთოდ აღარ გაიხსნას, რაც კატასტროფულ ზიანს მიაყენებს ბიზნესს და  მთლიან ეკოსისტემას. ეს ყველაფერი კი უამრავ ადამიანს შემოსავლის გარეშე დატოვებს.

საფრანგეთის მთავრობაში აცხადებენ, რომ სამთო კურორტების დასახმარებლად მნიშვნელოვანი ღონისძიებები გატარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system