თავში

საფრანგეთში შარლატანები გააქტიურდნენ

საფრანგეთში შარლატანები გააქტიურდნენ
საფრანგეთში შარლატანები გააქტიურდნენ

საფრანგეთში, სექტებისა და შარლატან-მკურნალების რიცხვი საგრძნობლად გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას LCI ავრცელებს.

პანდემიამ გურუებს, ექსტრასენსებსა თუ ყოვლისმჭვრეტელებს კარგი გარემო შეუქმნა. საფრანგეთის მთავრობს ინფორმაციით, პირველი კარანტინიდან მოყოლებული ქვეყანაში გამოჩნდა სულ მცირე 500 ახალი სექტისტური დაჯგუფება. ინტერნეტში ინტენსიურად ვრცელდება რეკლამები იმის შესახებ, რომ მჩხიბავებს აქვთ წამალი, რომელიც კორონავირუსს კურნავს. ბევრი მათგანი, მომხმარებელს გაურკვეველი რეცეპტის მქონე ხსნარებს სთავაზობს. 

აფერისტები გულუბრყვილო ადამიანებს ატყუებენ, რომ ის რაც მსოფლიოში ხდება დიდი ტყუილია და ვაქცინები - ეს უბრალოდ ფარმაცევტული კომპანიების მაქინაციაა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system