
საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა, ჟან კასტექსმა ქვეყანაში შესვლის წესების გამკაცრება გამოაცხადა.
როგორც საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა აღნიშნა, 18 იანვრიდან ევროკავშირის არაწევრი ქვეყნებიდან შემოსულ ვიზიტორებს კორონავირუსზე გაკეთებული ტესტის ნეგატიური პასუხის წარდგენა და ერთკვირიანი კარანტინის გავლა მოუწევთ.
პანდემიის დაწყებიდან დღემდე, საფრანგეთში კორონავირუსის 2 830 442 შემთხვევა დადასტურდა, ხოლო 69 031 ადამიანი გარდაიცვალა.