თავში

საფრანგეთში წინასააღდგომოდ კარანტინს პოლიცია გააკონტროლებს

საფრანგეთში წინასააღდგომოდ კარანტინს პოლიცია გააკონტროლებს
საფრანგეთში  წინასააღდგომოდ კარანტინს პოლიცია გააკონტროლებს

საფრანგეთის ხელისუფლებამ, კორონავირუსის პანდემიის დროს, ქვეყანაში კარანტინის დასაცავად, პოლიციის დამატებითი ძალები გამოყო. წინასააღდგომოდ, მოსახლეობის დიდი გადაადგილების აღსაკვეთად, საფრანგეთში წესრიგს დამატებით 60 000 პოლიციელი გააკონტროლებს.

ბლოკპოსტებია მოწყობილი და პატრულის დამატებითი ძალებია მობილიზებული ყველა მთავარ გზაზე. წითელ პარასკევს 100 000 პოლიციელს, რომელიც ჩვეულებრივ პატრულირებს ქვეყნის მასშტაბით, დამატებითი ჯგუფები შეუერთდება. ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ედუარ ფილიპმა მოსახლეობას, სააღდგომო დღესასწაულის მიუხედავად, სახლში დარჩენისკენ მოუწოდა.

„ვირუსი არდადეგებზე კი არ წასულა! არსად წახვიდეთ დღესასწაულის დროს. დარჩით სახლში. ნებისმიერი კანონდარღვევა მკაცრად დაისჯება“, - განაცხადა პრემიერმა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system