თავში

საფრანგეთში წყვილმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერილი წერილი იპოვა

საფრანგეთში წყვილმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერილი წერილი იპოვა
საფრანგეთში წყვილმა პირველი მსოფლიო ომის დროს დაწერილი წერილი იპოვა

აღმოსავლეთ საფრანგეთში წყვილმა მინდორში სეირნობის დროს პატარა კაფსულა აღმოაჩინა, სადაც პრუსიელი ჯარისკაცის მიერ დაწერილი შეტყობინება იყო. საფოსტო მტრედს ის საუკუნეზე მეტი ხნის წინ ადრესატთან მიჰქონდა. ამის შესახებ NDTV წერს.

წყვილმა კარგად შემონახული წერილი ახლომდებარე მუზეუმში მიიტანა. მუზეუმის ადმინისტრაციამ კი წერილი წაიკითხა და აღნიშნა, რომ ის გერმანელი ჯარისკაცის დაწერილია, რომელიც ოფიცერს დახმარებას სთხოვდა. წერილი პირველი მსოფლიო ომის პერიოდს უკავშირდება. ის 1910-1916 წლით თარიღდება. 

ცნობილია, რომ დღევანდელი საფრანგეთის ეს ტერიტორია, ქალაქი ინგერშეიმი იმ პერიოდში გერმანიის შემადგენლობაში შედიოდა.

მუზეუმის ხელმძღვანელის თქმით, პატარა ქაღალდი და კაფსულა მუზეუმის ახალი ოჯახის წევრი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system