თავში

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO

საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა - VIDEO
საფრანგეთში თვითმფრინავის ჩამოვარდნას 5 ადამიანი ემსხვერპლა  - VIDEO

საფრანგეთში მსუბუქი სამგზავრო თვითმფრინავისა და ვერტმფრენის შეჯახების შედეგად 5 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ადგილობრივი საინფორმაციო გამოცემა Nouvelle Republique იუწყება.

გამოცემის ცნობით, უბედური შემთხვევა 10 ოქტომბერს ადგილობრივი დროით დაახლოებით 17.00 საათზე ლოშის კომუნის ცაზე მოხდა. მსუბუქ ვერტმფრენში ორი ადამიანი იმყოფებოდა, ხოლო ტურისტულში - სამი. 

აღნიშნულ ინფორმაციას ქალაქის მერი, მარკ ანჟენოც ადასტურებს.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ამ დროისათვის, შეჯახების მიზეზები ცნობილი არ არის. 

ამჟამად შემთხვევის ადგილზე 40-მდე მეხანძრე-მაშველი მუშაობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system