თავში

საფრანგეთში უამინდობის გამო მატარებლები გაჩერდა - VIDEO

​საფრანგეთში უამინდობის გამო მატარებლები გაჩერდა
საფრანგეთში უამინდობის გამო მატარებლები გაჩერდა - VIDEO

საფრანგეთის ჩრდილოეთ ნაწილში ძლიერი ქარის გამო 250 ათასი სახლი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ინფორმაციას Le Figaro ავრცელებს.

ხეები სარკინიგზო ხაზებს დაეცა, რის გამოც მატარებლების მოძრაობა შეფერხდა.

ნორმანდიის სანაპიროს რაიონებში ქარის სიჩქარე 175 კმ/სთ-ს აღწევდა.

პლოზვეს კომუნაში ძლიერმა ქარმა სახლებს სახურავი გადახადა.

ქვეყნის ჩრდილოეთ დეპარტამენტებში, მათ შორის პარიზში საფრთხის ნარინჯისფერი დონეა გამოცხადებული.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system