თავში

საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა
საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი ამოქმედდა

საფრანგეთში საყოველთაო კარანტინი წელს უკვე მეორედ გამოაცხადა. ფრანგები მომდევნო ერთი თვეს განმავლობაში კარანტინის პირობებში გაატარებენ.

აღნიშნული გადაწყვეტილება საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო.

ქვეყანაში ახალი რეგულაციები დღეიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს. შეზღუდვები რეგიონებს შორის გადაადგილებას კრძალავს. დაიკეტება ბარ-რესტორნები, მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული. სკოლები და ქარხნები კვლავ იფუნქციონირებს. ექვს წელს გადაცილებული მოსწავლეები ვალდებულები იქნებიან, პირბადეები ატარონ. ვისაც სამსახურებრივი მოვალეობის შესრულება დისტანციურად არ შეუძლიათ, უფლება ექნებათ, სამსახურში იარონ.

მოქალაქეებს სახლის დატოვების უფლება მხოლოდ პროდუქტების შესაძენად ან ექიმთან წასვლის მიზნით ექნებათ. თუმცა ფრანგები დღის განმავლობაში ერთი საათით სახლიდან ერთი კილომეტრის რადიუსში ვარჯიშს შეძლებენ. აკრძალულია რეგიონებში მოგზაურობა, თუმცა ქვეყნის საზღვრები ღია რჩება.

წესების დარღვევის შემთხვევაში ჯარიმა 135 ევროს შეადგენს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system