თავში

საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა
საფრანგეთში, უკვე მეორედ, საყოველთაო კარანტინი გამოცხადდა

საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა ქვეყანაში საყოველთაო კარანტინი მეორედ გამოაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აღნიშნული გადაწყვეტილება პრეზიდენტმა ქვეყანაში არსებული მძიმე ეპიდემიოლოგიური ვითარების გამო მიიღო. მხოლოდ ბოლო 24 საათში საფრანგეთში კიდევ  33 000 ადამიანი დაინფიცირდა, გაიზარდა სიკვდილიანობის მაჩვენებელიც.

ქვეყანაში ახალი რეგულაციები პარასკევიდან, 30 ოქტომბრიდან ამოქმედდება და ნოემბრის ბოლომდე გასტანს. შეზღუდვები რეგიონებს შორის გადაადგილებას კრძალავს. დაიკეტება ბარ-რესტორნები, მოქალაქეებისთვის სახლიდან გასვლა მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში იქნება ნებადართული. სკოლები და ქარხნები კვლავ იფუნქციონირებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system