თავში

საფრანგეთში ზედიზედ მესამე დღეა ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

​საფრანგეთში ზედიზედ მესამე დღეა ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალ
საფრანგეთში ზედიზედ მესამე დღეა ინფიცირების 10 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა ფიქსირდება

საფრანგეთში 18 ივლისს კორონავირუსის 12 500-ზე მეტი ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. ზედიზედ მესამე დღეა, ქვეყანაში ინფიცირების რიცხვი 10 000-ს აჭარბებს. ინფორმაციას სააგენტო Reuters ავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, აფეთქების მიზეზი COVID-19-ის "დელტა" შტამის გავრცელება გახდა. ამასთან, უწყებამ ხაზი გაუსვა, რომ კვირას გამოქვეყნებული მაჩვენებელი წინა დღის რიცხვსაც მოიცავს.

სამინისტრომ შაბათს 10,949 შემთხვევა გამოაცხადა, კვირას კი - 10,908 შემთხვევა.

უწყება ასევე აღნიშნავს, რომ ინფიცირებულთა უმეტესობა არავაქცინირებულ მოქალაქეებზე მოდის.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system