თავში

საფრანგეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან - VIDEO - PHOTO

საფრანგეთში მასშტაბურ ხანძარს ებრძვიან

საფრანგეთში, ლიონის მახლობლად მდებარე სამრეწველო ქალაქ ვილურბანში, დღეს დილით შენობას ცეცხლი გაუჩნდა. მისი ლოკალიზებისთვის 100 მეხანძრე და 30 სახანძრო მანქანაა ბობილიზებული. 

ამჟამად, დაშავებულთა შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება. გადაუდებელი სასწრაფო დახმარების ჯგუფები შემთხვევის ამსახველ ვიდეო კადრებს სხვადასხვა სოციალურ ქსელში აქვეყნებენ. 

მაშველებმა ახლოს მყოფ ადამიანებს ტერიტორიისგან მოშორებით ყოფნა სთხოვეს. ცეცხლის კვამლი, მეზობლად მდებარე ქალაქ ლიონიდანაც მკვეთრად ჩანს. 

შენობა ოფიციალურად სატრანსპორტო კომპანიას ALSTON-ს ეკუთვნის, რომელშიც სხვა პატარა კომპანიების ოფისებიცაა განთავსებული. ქალაქის ხელისუფლების განცხადებით, ხანძარმა 80 ბიზნესი და 350 მომუშავე პერსონალი დააზარალა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system