თავში

საიდან გაჩნდა ყინულის გიგანტური ბურთები ზღვის სანაპიროზე

საიდან გაჩნდა ყინულის გიგანტური ბურთები ზღვის სანაპიროზე
საიდან გაჩნდა ყინულის გიგანტური ბურთები ზღვის სანაპიროზე

ბალტიის ზღვის სანაპირო ზოლში მცხოვრები, პოლონეთისა და რუსეთის მოქალაქეები საოცარი და იდუმალი მოვლენის მომსწრე გახდნენ. ზღვის სანაპირო უზარმაზარმა გაყინულმა ბურთებმა დაფარა. აშკარა იყო,  რომ ისინი ხელით არ იყო შექმნილი.

მეცნიერებმა მოვლენა შეისწავლეს და დაადგინეს, რომ ყინულის გიგანტური ბურთების გაჩენა არანაირ მისტიკასთან არ არის დაკავშირებული. ყინულის გეომეტრიული ფიგურები ზღვის სანაპიროზე მაშინ ჩნდება, როდესაც გაყინული წყალი ტალახსა და თოვლს ერევა.ამ დროს გაყინულ გორები წარმოიქმნება, რომლებიც შემდეგ ტალღების მოძრაობის შედეგად მრგვალდება და გიგანტურ ბურთებად გადაიქცევა.

ზღვის სანაპიროზე გაყინული ბურთების წარმოსაქმნელად რამდენიმე ბუნებრივი მოვლენისა და ფაქტორის დამთხვევაა საჭირო. ესენია შესაბამისი ტემპერატურა, ქარის მიმართულება და რეგულარულობა. ბალტიის ზღვის შეთხვევაში ის სამხრეთიდან უნდა უბერავდეს და არც ძალიან სუსტი და არც ძალიან ძლიერი არ უნდა იყოს. ტალღებიც არ უნდა იყოს ძალიან დიდი, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი ყინულის ბურთებს დაანგრევენ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system