თავში

საიმონ ქოუელი და მისი ვაჟი 7 საბავშვო წიგნს გამოსცემენ

​საიმონ ქოუელი და მისი
საიმონ ქოუელი და მისი ვაჟი 7 საბავშვო წიგნს გამოსცემენ

პოპულარულმა ტელეწამყვანმა, საიმონ ქოუელმა და მისმა 6 წლის ვაჟმა, ერიკმა ხელი საგამომცემლო გარიგებას მოაწერეს, რომლის თანახმადაც ისინი 7 საბავშვო წიგნს გამოსცემენ. მათი ნაწარმოებების დევიზი კი ”ინდივიდუალურობა და პოზიტიურობა” იქნება. მამა-შვილის წიგნების სერია ისტორიას მოგვიყვება, რომელშიც ჯადოსნური და უჩვეულო, ჰიბრიდული ცხოველები მონაწილეობენ. მაგალითად: ლოკოკინისა და ძაღლის მსგავსი არსება, რომელსაც "Snog" ეწოდება, ასევე ნიანგისა და კატის ნაზავი, რომელსაც "Crocopuss" ეწოდება და სხვა. 

წიგნებს "Hachette Children’s Group" გამოსცემს და პირველი ნაწილი 2021 წლის გაზაფხულზე დაიბეჭდება. შემოსული მოგების ნაწილი საქველმოქმედო ორგანიზაციებს "Shooting Star Children’s Hospice-სა" და "Together For Short Lives-ს" გადაერიცხებათ. ცნობილი სატელევიზიო შოუების ვარსკვლავს საბავშვო წიგნების გამოცემის იდეა პირველად 3 წლის წინ გაუჩნდა და მისი თქმით, ინსპირაცია მისი მეგობრის საქმიანობა იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია, რაც საქველმოქმედო ორგანიზაციას უძღვება. 

საიმონის თქმით, ერთ დღეს ისინი ლაპარაკობდნენ, რომ კარგი იდეა იქნებოდა, თუ მის შვილთან ერთად საყვარელ და უცნაურ გმირებს გამოიგონებდნენ და ამით თან გაერთობოდნენ, თან სხვა ადამიანებსაც გააბედნიერებდნენ. 

ეს ამბავი, ლონდონის ცენტრალურ კემბრიჯის თეატრში"Hachette- ის" გლობალური გამოფენის დროს გამოცხადდა. ასევე ცნობილია, რომ წიგნების ფასი £6.99 ფუნტიდან დაიწყება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system