თავში

საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის თარიღი ცნობილია

საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის თარ
საქართველო-აზერბაიჯანის მთავრობათაშორისი კომისიის მორიგი სხდომის თარიღი ცნობილია

საქართველო-აზერბაიჯანის ეკონომიკური თანამშრომლობის მთავრობათაშორისი კომისიის შემდეგი სხდომა მიმდინარე წლის შემოდგომაზე, ბაქოში გაიმართება. ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

ზურაბ პატარაძის განცხადებით, შეხვედრა  სექტემბერშია დაგეგმილი. ვიზიტის ფარგლებში მრავალი მნიშვნელოვანი საკითხის განხილვა იგეგმება.

ელჩმა აღნიშნა, რომ შეხვედრა დამატებით სტიმულს მისცემს ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური კავშირების შემდგომ განვითარებას, ვაჭრობის  გაზრდას, ინვესტიციების მოზიდვას და ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

პატარაძის თქმით, კომისიის სხდომის პარალელურად,  საქართველო-აზერბაიჯანის ბიზნეს ფორუმი მოეწყობა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system