თავში

საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ მარშრუტებს შეიმუშავებენ

საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ მარშრუტებს შეიმშავებენ
საქართველო და აზერბაიჯანი ერთობლივ ტურისტულ მარშრუტებს შეიმუშავებენ

”ერთობლივი ტურისტული პაკეტის პროექტი, რომელიც საქართველოსა და აზერბაიჯანს აერთიანებს, უკვე მზად არის”, - ამის შესახებ აზერბაიჯანის რესპუბლიკაში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა, ზურაბ პატარაძემ განაცხადა.

მისი თქმით, პაკეტი იმ პირებისთვის არის განკუთვნილია, ვინც კავკასიაში მოგზაურობას  მესამე ქვეყნიდან გეგმავს.

”ერთი მოგზაურობის ფარგლებში, უცხოელებს საშუალება ექნებათ გაეცნონ როგორც საქართველოს, ასევე აზერბაიჯანის ისტორიას, კულტურას, ტრადიციებს, ბუნებას და სამზარეულოს", - აღნიშნა აზერბაიჯანში საქართველოს ელჩმა.

ზურაბ პატარაძემ აღნიშნა, რომ ორი ქვეყნის ტურიზმის დეპარტამენტებს შორის  ახალი ტურისტული მარშრუტები დგება. 

”მარშრუტები მოიცავს არა მხოლოდ ბაქოსა და თბილისს, არამედ ორივე ქვეყნის თითქმის ყველა რეგიონს. ჩემი აზრით, ეს ძალიან საინტერესო პროექტია. გარკვეული შედეგები უკვე მიღწეულია", - აღნიშნა პატარაძემ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system