თავში

საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე გახდა

​საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე გახდა
საქართველო სუამ-ის თავმჯდომარე გახდა

დღეს დემოკრატიისა და ეკონომიკური განვითარების ორგანიზაციის (სუამი) საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს 36-ე სხდომა გაიმართა. სხდომის ბოლოს ორგანიზაციის თავმჯდომარეობა 2021 წლისთვის საქართველოს გადაეცა.

სხდომაში, რომელსაც აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრი, ჯეიჰუნ ბაირამოვი ხელმძღვანელობდა, მონაწილეობა მიიღეს: საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა, მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, აურელი ჩოკოიმ და უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ვასილი ბოდნარმა.

ინფორმაციას ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

სხდომაზე მონაწილეებმა სუამი-ს ფარგლებში 2020 წელს თანამშრომლობის შეფასება, მომავალი წლისთვის წინადადებები და რეკომენდაციები განიხილეს.

"სხდომისას, ორგანიზაციის გენერალურმა მდივანმა, ასევე მონაწილე ქვეყნებმა მრავალი წლის მანძილზე აზერბაიჯანის ოკუპირებული ტერიტორიების გათავისუფლების საკითხი განიხილეს. ამასთან დაკავშირებით ხაზი გაესვა საერთაშორისო სამართლის ნორმებისა და პრინციპების, კერძოდ, სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დაცვას.

დასასრულს მიმდინარე სხდომისა და 4 გადაწყვეტილების (დარგობრივი სამუშაო ჯგუფებისთვის კოორდინატორი ქვეყნების დამტკიცება; საკომუნიკაციო სტრატეგია და განცხადებებისა და დეკლარაციების მომზადების წესები; 2021 წლის ბიუჯეტის დამტკიცება და თავმჯდომარეობის საქართველოსთვის გადაცემა) შესახებ ოქმი იქნა მიღებული", - აღნიშნულია აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციაში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system