თავში

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს "დელტა პლიუსის" შტამი დაუდასტურდათ

საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს "დელტა პლიუსის"
საქართველოდან ისრაელში დაბრუნებულებს დელტა პლიუსის შტამი დაუდასტურდათ

უცხო ქვეყნებიდან ისრაელში დაბრუნებულ მოქალაქეებს, სულ უფრო ხშირად, კორონავირუსის "დელტა პლიუს" შტამი უდასტურდებათ. ინფორმაციას ისრაელისმე-9 არხიავრცელებს.

ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტროს ცნობით, ამ დროისთვის ისრაელში "დელტა პლიუსის" 12 მატარებელი გამოვლინდა. აქედან უმეტესობა საქართველოდან დაბრუნდა.

"ისრაელის მედიკოსებმა ჯერ არ იციან, არის თუ არა ვირუსის ეს სახეობა უფრო გადამდები, ვიდრე "დელტა" შტამი, რომელიც ქვეყანაში ფართოდ არის გავრცელებული, თუმცა ჯანდაცვის სამინისტრო ამტკიცებს, რომ ქვეყნის ტერიტორიაზე მას აკვირდება და საფრთხის დონეს აფასებს", - აღნიშნავს მედია.

ცნობისთვის, 23 ივნისიდან ისრაელმა საქართველო "ნარინჯისფერ სიაში" შეიყვანა, 30 ივლისიდან კი "წითელში" გადაიყვანს. ეს ნიშნავს, რომ საქართველოში ვიზიტისთვის ისრაელის მოქალაქეებს საგანგებო სიტუაციების კომისიისგან სპეციალური ნებართვა დასჭირდებათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system