თავში

საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ - ერდოღანი

საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ - ერდოღანი
საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ - ერდოღანი

თურქეთის პრეზიდენტმა, რეჯეპ ტაიპ ერდოღანმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან სატელეფონო საუბრის შესახებ სოციალურ ქსელში განცხადება გამოაქვეყნა. 

ერდოღანმა ირაკლი ღარიბაშვილს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა და ორი ქვეყნის სტრატეგიულ პარტნიორობას კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი.

"საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილს ვესაუბრე. განვიხილეთ ჩვენი ქვეყნების ურთიერთობები და რეგიონალური საკითხები.

ბატონ ღარიბაშვილს მადლობას ვუხდი იმის გამო, რომ მან თურქეთის ხანძრის გამო მხარდაჭერა გამოგვიცხადა.  ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ თურქეთ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა დღეს უფრო აზრიანი გახდა და საქართველოს რეგიონული თანამშრომლობის გასაღებად ვხედავთ" , - წერს თურქეთის პრეზიდენტი.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system