
აზერბაიჯანში საქართველოს საელჩომ აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო ვერტმფრენის ჩამოვარდნის გამო მწუხარება გამოთქვა.
„საქართველოს საელჩო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს მეგობარი და მოძმე აზერბაიჯანის მთავრობისა და ხალხის მიმართ. ვიზიარებთ დაღუპულთა ოჯახების მწუხარებას“, - ნათქვამია განცხადებაში.
30 ნოემბერს აზერბაიჯანის სახელმწიფო სასაზღვრო სამსახურის სამხედრო შვეულმფრენი ხიზის რაიონში საწვრთნელი ფრენის დროს ჩამოვარდა. შემთხვევის შედეგად 14 ადამიანი დაიღუპა, 2 კი დაშავდა.