თავში

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ლევან დავითაშვილს შეხვდა

საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ლევან დავითაშვილს შეხვდა
საქართველოში აზერბაიჯანის ელჩი ფაიგ გულიევი ლევან დავითაშვილს შეხვდა

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ფაიგ გულიევი საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრს ლევან დავითაშვილს შეხვდა.

მხარეებმა შეხვედრის მიმდინარეობისას ორ ქვეყანას შორის სოფლის მეურნეობის, სურსათის უვნებლობისა და გარემოს დაცვის სფეროში მჭიდრო თანამშრომლობის დამყარებისა და ამ მიმართულებით ახალი პროექტების განხორციელების მიზნით, ორმხრივი ვიზიტების მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

მხარეებმა ორმხრივ სავაჭრო საქმიანობაში არანავთობპროდუქტების წილის გაზრდის შესაძლებლობასა და სოფლის მეურნეობის პროდუქტების წარმოება/გადამუშავების საკითხებსა და ამ სფეროში ინვესტიციების წახალისების შესაძლებლობაზეც ისაუბრეს.

ამავე დროს, მხარეებმა გაცვალეს მოსაზრებები კავკასიის რეგიონში ველური ბუნების აღდგენისა და ბიომრავალფეროვნების დაცვის, ტრანსსასაზღვრო მდინარეების, მათ შორის მდინარე მტკვრის ეფექტურ გამოყენებასა და ამ სფეროში სამართლებრივი ჩარჩოს გაუმჯობესების საკითხებზეც.

საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ მხარეებმა კმაყოფილება გამოხატეს SOCAR-ის მიერ საქართველოში სოციალურ-ეკონომიკურ სფეროში განხორციელებული პროექტების მიმართ, რომელიც COVID-19-ის პანდემიის დროს ადგილობრივი ფერმერების დასახმარებლად განხორციელდა, მათ შორის აგროდიზელის პროექტთან დაკავშირებით.

მხარეებმა ასევე გაცვალეს მოსაზრებები საქართველოში განხორციელებულ მიწის რეფორმებზე, მათ შორის ტყის კოდექსში შესატან ცვლილებებზეც.

საქართველოში აზერბაიჯანის რესპუბლიკის საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ სოფლის მეურნეობასა და გარემოს დაცვის სფეროში, მათ შორის თხილის წარმოებასა და სხვა სფეროებში აზერბაიჯანს, თურქეთსა და საქართველოს შორის სამმხრივი თანამშრომლობის დიდი პოტენციალი არსებობს და მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი ხორციელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system