თავში

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს Bloomberg ეხმაურება

საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს Bloomberg ეხმაურება
საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს Bloomberg ეხმაურება

გამოცემა Bloomberg საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს ეხმაურება

საქართველოს მმართველმა პარტიამ, "ქართულმა ოცნებამ", თვითმმართველობის არჩევნები 20 ქალაქიდან 19-ში მოიგო. პარალელურად, ოპოზიცია ამტკიცებს, რომ ბიულეტენები გაყალბდა და არჩევნები უსამართლო გარემოში ჩატარდა.

ცენტრალური საარჩევნო კომისიის მონაცემებით, "ქართულმა ოცნებამ“ "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" მხოლოდ ერთ მუნიციპალიტეტში ვერ დაამარცხა.

ყველა ბიულეტენის დათვლის შემდეგ კომისიამ განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის ბრძოლაში „ოცნების“ კანდიდატმა კახა კალაძემ "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს ნიკა მელიას 55,78%-იანი მაჩვენებლით მოუგო.

საქართველოში არჩევნების მეორე ტური მას შემდეგ ჩატარდა, რაც 2 ოქტომბერს კენჭისყრის პირველმა ტურმა აშკარა გამარჯვებული ვერ გამოავლინა. ოპოზიცია აცხადებს, რომ ხმები მოპარულია და პირობას დებს, რომ კამპანიას გააგრძელებს. კენჭისყრა ხელისუფლებისა და ოპოზიციის მხარდამჭერებს შორის შეტაკებით, მათ შორის მელიაზე თავდასხმით შეფერხდა.

საერთაშორისო დამკვირვებლების განცხადებით, მეორე ტური კონკურენტული და კარგად გამართული იყო, მაგრამ პოლარიზაციის გაღრმავებამ საარჩევნო გარემო დააზიანა.

"ნეგატიურმა რიტორიკამ, ისევე როგორც ამომრჩეველთა დაშინების ბრალდებებმა და თანამდებობრივი უპირატესობის გამოყენებამ, შემდგომი რეფორმების საჭიროება აჩვენა", - განაცხადეს საერთაშორისო დამკვირვებლებმა კვირას.

პარალელურად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის ხელმძღვანელი, გიორგი კალანდარიშვილი აცხადებს, რომ შაბათის კენჭისყრა კონკურენტული, თავისუფალი და გამჭვირვალე იყო.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი არჩევნების პირველი ტურის წინ დაკავების შემდეგ შიმშილობს. 

ხელისუფლება სააკაშვილს საზღვრის უკანონო გადაკვეთაში ადანაშაულებს. სააკაშვილი საქართველოდან 2013 წელს მას შემდეგ გაიქცა, რაც მისი კონკურენტის, მილიარდერი ბიძინა ივანიშვილის მთავრობამ მას ბრალი ძალაუფლების ბოროტად გამოყენებაში დასდო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system