თავში

სახას მოსახლეობა ხანძრისგან შველას ითხოვს - PHOTO

სახას მოსახლეობა ხანძრისგან შველას ითხოვს
სახას მოსახლეობა ხანძრისგან შველას ითხოვს - PHOTO

რუსეთის ფედერაციის აღმოსავლეთ ნაწილში, სახას რესპუბლიკაში, სოფელ სვატაიში მოსახლეობა ძლიერი ხანძრის გამო შველას ითხოვს.

რეგიონში ძლიერი ხანძარი მაღალი ტემპერატურის გამო გაჩნდა. ეს ადგილი ყველაზე ცივი რეგიონია მთელს მსოფლიოში. აქ ხანძარი 40 წელია არ გაჩენილა, მაგრამ ერთი კვირის განმავლობაში სახაში მშრალი და ცხელი ამინდები დაფიქსირდა და ტემპერატურის დონემ 38 გრადუსს მიაღწია. ადგილობრივებს კი არანაირი ხანძარსაწინააღმდეგო აღჭურვილობა არ გააჩნიათ, რათა ცეცხლის ლოკალიზება მოახდინონ.

როგორც ცნობილია, ცეცხლის ალყაში 450-მდე ადამიანია მოქცეული. იქ მაცხოვრებლები, მათ შორის ბავშვები და მოხუცები, ერთობლივი ძალისხმევით ცდილობენ, რომ ცეცხლმა სოფელში შეღწევა ვერ შეძლოს. ასევე ცნობილია, რომ ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში ვერტმფრენებიც მიიღებენ მონაწილეობას.

გავრცელებული ინფორმაციით, ძლიერი ხანძრის შედეგად, შესაძლოა, დაზიანდეს ნაკრძალი, სადაც ამჟამად ექსპერიმენტული სამეცნიერო ბაზა მდებარეობს. ოდესღაც იქ დიდი რაოდენობით მამონტები ბინადრობდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system