თავში

სახელმწიფებისა და მთავრობის მეთაურებს გაერო-ს სესიაზე COVID-პასპორტები მოეთხოვება

​სახელმწიფებისა და მთავრობის მეთაურებს გაერო-ს სესიაზე COVID
სახელმწიფებისა და მთავრობის მეთაურებს გაერო-ს სესიაზე COVID-პასპორტები მოეთხოვება

21 სექტემბერს ნიუ-იორკში გაერო-ს გენერალური ასამბლეის 76-ე სესიაზე დამსწრეებს, მსოფლიო ლიდერებს, მთავრობის მეთაურებსა და დელეგაციის წევრებს COVID-პასპორტის წარდგენა მოეთხოვებათ, - ამის შესახებ გაერო-ს გენერალური მდივნის ოფიციალურმა წარმომადგენელმა სტეფან დიუჟარიკმა განაცხადა.

მისი თქმით, სექტემბრის პირველი კვირიდან ნიუ-იორკში ვაქცინაციის პასპორტები რესტორნებში, სასტუმროებში და სხვა საზოგადოებრივ ადგილებშია საჭირო.

მოსალოდნელია, რომ მაღალი დონის კვირეულზე ნიუ-იოკრში 83 სახელმწიფოს ლიდერი, 43 მთავრობის ხელმძღვანელი და 23 ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრი ჩავლენ.

სესია 27 სექტემბერს დასრულდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system