თავში

სახელმწიფო დეპარტამენტში სვასტიკის გამოსახულება აღმოაჩინეს

​სახელმწიფო დეპარტამენტში სვასტიკის გამოსახულება აღმოაჩინეს
სახელმწიფო დეპარტამენტში სვასტიკის გამოსახულება აღმოაჩინეს

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ლიფტში სვასტიკის გამოსახულება აღმოაჩინეს. ამის შესახებ Axios წერს,

სიმბოლო გამოსახეს ლიფტში, რომელიც ანტისემიტიზმის მონიტორინგისა და ბრძოლის საკითხებში სპეციალური წარმომადგენლის ოფისთან მდებარეობს.

აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა აშშ-სი სახელმწიფო დეპარტამენტის თანამშრომლებს წერილები დაუგზავნა, მომხდარის შესახებ აცნობა და დასძინა, რომ გამოსახულება წაშლილია, მიმდინარეობს გამოძიება.

”როგორ მტკივნეულად გვახსენებს ეს, რომ ანტისემიტიზმი წარსულის გადმონაშთი არ არის. ის, როგორც ადრე, მსოფლიოში მათ შორის ჩვენს ქვეყანაში ძლიერია და ეს ამაზრზენია.

მას ადგილი არ აქვს არც შეერთებულ შტატებში, არც სახელმწიფო დეპარტამენტში და არც სხვაგან. ჩვენ დაუნდობლები უნდა ვიყოთ, რომ მას წინააღმდეგობა გავუწიოთ”, - განაცხადა ბლინკენმა.

ანტისემიტიზმის ოფისს ახლა სახელმწიფო მდივნის თანაშემწის მოადგილე დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და შრომის საკითხებში კარა მაკდონალდი ხელმძღვანელობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system