
ცნობილი ამერიკელი მსახიობი შერონ სტოუნი ბავშვობაში ძალადობის მსხვერპლი იყო. მან ასევე განაცხადა, რომ ის სიკვდილს რამდენჯერმე გადაურჩა. ამის შესახებ მსახიობმა New York Times-თან ინტერვიუში ისაუბრა.
მსახიობმა ბავშვობისა და თინეიჯერობის პერიოდი პენსილვანიაში გაატარა. მან აღიარა, რომ დედის მამა მასზე და მის დაზე სექსუალურად ძალადობდა. მისი თქმით, ძალადობა ძალიან ადრე დაიწყო. გარდა ამისა, ბაბუა სტოუნს გამუდმებით მოკვლით ემუქრებოდა.
სტოუნმა მის სიცოცხლეში რამდენიმე მძიმე ტრავმაზეც ისაუბრა. მოზარდობისას იგი ცხენიდან გადმოვარდა და კისრის სერიოზული დაზიანება მიიღო. რამდენიმე წლის შემდეგ ის ელვის დარტყმას გადაურჩა, ხოლო 2001 წელს მსახიობმა მწვავე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მან ლაპარაკი თავიდან ისწავლა.