თავში

"სალიმ" ალაბამაში 1 კაცი იმსხვერპლა

​"სალიმ" ალაბამაში 1 კაცი იმსხვერპლა
სალიმ ალაბამაში 1 კაცი იმსხვერპლა

ქარიშხალი "სალი" აშშ-ში, ალაბამას შტატის სანაპირო ზოლში კიდევ უფრო გააქტიურდა. ქალაქ ორანჯ-ბიჩში სტიქიას ერთი მამაკაცი ემსხვერპლა და ერთი ქალი დაკარგულად ითვლება. ეს "სალის" პირველი მსხვერპლია ალაბამას შტატში. ქალაქის მერის განცხადებით, ჯერჯერობით უცნობია, მამაკაცი ალაბამას მკვიდრი იყო, თუ იმ ადგილს სტუმრობდა. 
ატლანტიკის ოკეანიდან წამოსული ქარიშხალ სანაპიროს ზოლს ოთხშაბათს დილით მიუახლოვდა და სერიოზულად დააზიანა. სტიქიამ კიდევ უფრო სერიოზული ზიანი მიაყენა ორანჯ-ბიჩის მეზობელ დასახლებულ რაიონებს. მოგლეჯილია ხეები,  დატბორილია გზები, ქუჩები და სახლები.

ქარიშხალმა "სალიმ", რომელსაც თან ძლიერი წვიმა ახლავს,  აშშ-ში კატასტროფული წყალდიდობა გამოიწვია. ალაბამას, ფლორიდისა და მისისიპის შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. მოსახლეობა ევაკუირებულია სტიქიის ზონიდან.  შტორმი ნელა მიიწევს წინ, რაც იმას ნიშნავს, რომ წვიმა კარგა ხანს არ გადაიღებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system