თავში

სალვადორში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც თავდაცვის მინისტრის ვაჟი იმყოფებოდა

​სალვადორში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც თავდაცვი
სალვადორში თვითმფრინავი ჩამოვარდა, რომელშიც თავდაცვის მინისტრის ვაჟი იმყოფებოდა

სალვადორის თავდაცვის მინისტრის, მერინო მონროის ვაჟი ხერარდო მარტინო სამხედრო თვითმფრინავში იმყოფებოდა, რომელიც ქვეყნის სანაპიროებთან ჩამოვარდა. ინფორმაციას ქვეყნის შეიარაღებული ძალები ავრცელებს.

თვითმფრინავის ბორტზე, რომელიც წინა დღეს ზღვაში გაუჩინარებულ იახტას ეძებდა, ეკიპაჟის სამი წევრი იმყოფებოდა.

ამჟამად მათი ძებნა მიმდინარეობს. სამძებრო ოპერაციაში ავიაციაა ჩართული.

სოციალურ მედიაში გამოთქვამენ შეშფოთებას, რომ ინციდენტის შედეგად ეკიპაჟის სამივე წევრი დაიღუპა.

სალვადორის პრეზიდენტმა ნაიიბ ბუკელემ თავდაცვის მინისტრს სამძიმარი გამოუცხადა და "ტვიტერში" დაწერა: "უფალო, მიეცი ძალა მინისტრ მერინო მონროის“.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system