თავში

სამ დათვს პოლიკლინიკაში ჩაეძინა - VIDEO

სამ დათვს პოლიკლინიკაში ჩაეძინა
სამ დათვს პოლიკლინიკაში ჩაეძინა - VIDEO

იაპონიაში, ნიიგატას პრეფექტურაში, ქალაქ მინამიუონუმაში სამ დათვს პოლიკლინიკის საწყობში ჩაეძინა. ინფორმაციას ამის შესახებ ადგილობრივი ტელეარხი NHK ავრცელებს.

ვარაუდობენ, რომ სამი დათვიდან ერთი დედალია, ორი კი მისი ნაშიერია.

დათვები სატრანსპორტო კომპანიის თანამშრომელმა აღმოაჩინა, რომელმაც საწყობში ტვირთი მიიტანა. ადგილზე პოლიცია გამოიძახეს, რომლებმაც ცხოველების გაღვიძება ვერ შეძლეს. სამართალდამცავებმა ფოიერვერკებიც კი გამოიყენეს, თუმცა უშედეგოდ.

საბოლოო ჯამში პოლიციას ტრანკვილიზატორის გამოყენება მოუხდა. სამივე დათვი უვნებლად დაკავებულია. უახლოეს მომავალში მათ მთებში გაუშვებენ.

სპეცოპერაციის დროს პოლიკლინიკამ მუშაობა დროებით შეწყვიტა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system