თავში

"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი ფეხმძიმედაა

​"სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი ფეხმძიმედაა
სამეფო კარის თამაშების ვარსკვლავი ფეხმძიმედაა

ამერიკელი მსახიობი, "სამეფო კარის თამაშების" ვარსკვლავი სოფი ტერნერი შვილს ელოდება. ამის შესახებ ET Canada წერს.

ჟურნალისტების ინფორმაციით, 23 წლის მსახიობსა და მის მეუღლეს, 20 წლის მუსიკოსს, ჯო ჯონასს ოფიციალური განცხადება ჯერ არ გაუკეთებიათ, თუმცა მათთან დაახლოებულმა პირმა გამოცემას აცნობა, რომ ამის შესახებ ოჯახმა და მეგობრებმა უკვე იციან და ყველას ეს ამბავი ძალიან უხარია.

გამოცემა აღნიშნავს, რომ ტერნერმა გარდერობის განახლება უკვე დაიწყო.

სოფი ტერნერი და ჯო ჯონასი 2019 წლის მაისში, ლას-ვეგასში, Billboard Music Awards-ის ცერემონიის შემდეგ დაქორწინდნენ. მოგვიანებით მეორე ქორწილი წყვილმა ივნისში საფრანგეთში გადაიხადა. ორივესთვის ეს პირველი შვილი იქნება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system