თავში

სამი წლის მანძილზე ავსტრალიამ კოალების მესამედი დაკარგა

​სამი წლის მანძილზე ავსტრალიამ კოალების მესამედი დაკარგა
სამი წლის მანძილზე ავსტრალიამ კოალების მესამედი დაკარგა

ბოლო სამი წლის განმავლობაში ავსტრალიამ კოალების პოპულაციის მესამედი დაკარგა. ამის მიზეზი გვალვა, ტყის ხანძრები და ტყეების ჩეხვაა.

2018 წელს ქვეყანაში 80 ათასი კოალა ირიცხებოდა. წელს ეს რიცხვი 58 ათასზე ნაკლებია.

ყველაზე მეტი კოალა ახლი სამხრეთ უელსის შტატმა დაკარგა, სადაც 2019-2020 წლებში ტყის ხანძრებს ცხოველების 40% ემსხვერპლა.

ცხოველთა უფლებების დამცველების თქმით, კოალების ბინადრობის არეალი ადამიანების მოქმედებების შედეგადაც მცირდება.

”ჩვენ კოალების დასაცავად ახალი კანონი გვჭირდება. გვინდა თუ არა, ეს ცხოველები ავსტრალიის სიმბოლოა. ამაზე კამათი საჭირო არ არის. თუ გაჩნდება კანონი, რომელიც მრეწველებსა ან კერძო მიწის მესაკუთრეებს ხეების განადგურებას აუკრძალავს, მაშინ ყველაფერი კარგად იქნება", - განაცხადა ავსტრალიის კოალების ფონდის ხელმძღვანელმა დებორა ტაბარტმა.

კოალა მხოლოდ ავსტრალიაში ბინადრობენ. მათ სანახავად ქვეყანაში. ბევრი ტურისტი ჩამოდის, რაც ქვეყნისთვის უზარმაზარი შემოსავალის წყაროა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system