თავში

სამივე ვაქცინა მაღალ-ეფექტურია - ენტონი ფაუჩი

სამივე ვაქცინა მაღალ-ეფექტურია - ენტონი ფაუჩი
სამივე ვაქცინა მაღალ-ეფექტურია - ენტონი ფაუჩი

”სამივე მათგანი (ვაქცინა) ნამდვილად საკმაოდ კარგია და მათგან ის უნდა გაიკეთოთ, რომელიც თქვენთვის ყველაზე ხელმისაწვდომია", - განაცხადა აშშ-ის ალერგიისა და ინფექციური დაავადებების ეროვნული ინსტიტუტის დირექტორმა, ენტონი ფაუჩიმ. მან ასევე აღნიშნა, რომ თუ გარკვეულ მომენტში მხოლოდ Johnson & Johnson-ის ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი, უარს არც მის გაკეთებაზე იტყვის.

შეერთებულ შტატებში კორონავირუსის საწინააღმდეგო სამი ვაქცინაა დამტკიცებული, კერძოდ Moderna-ის, Pfizer/BionTech-ისა და Johnson & Johnson-ის მიერ შემუშავებული პრეპარატები. 

"ეჭვგარეშეა, რომ სამივე ვაქცინა მაღალ-ეფექტურია", - აღნიშნა ენტონი ფაუჩიმ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system