თავში

სამხრეთ აფრიკაში აივ-დადებით ქალებს სტერილიზაციას აიძულებენ

სამხრეთ აფრიკაში აივ-დადებით ქალებს სტერილიზაციას აიძულებენ
სამხრეთ აფრიკაში აივ-დადებით ქალებს სტერილიზაციას აიძულებენ

სამხრეთ აფრიკის საჯარო საავადმყოფოებში ათობით აივ-დადებით ქალს მშობიარობის შემდეგ სტერილიზაციას აიძულებდნენ. ამის შესახებ The Seattle Times წერს.

"გენდერული თანასწორობის კომისიამ" კვლევა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც "სასტიკი, წამებით ან არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობით" საავადმყოფოებში 48 პაციენტს მოექცნენ.

მოხსენებაში ნათქვამია: ხშირ შემთხვევაში, საავადმყოფოების თანამშრომლები იმუქრებოდნენ, რომ მათ მშობიარობაში არ დაეხმარებოდნენ, თუ სტერილიზაციისთვის თანხმობის ფორმებს ხელს არ მოაწერდნენ.

კომისია ნორმატიული ორგანოა, რომელიც მოქმედებს როგორც დამოუკიდებელი დამკვირვებელი. მან 2002 წლიდან 2005 წლამდე სამხრეთ აფრიკის საჯარო საავადმყოფოში 15 შემთხვევა აღმოაჩინა და გაასაჯაროვა. ზოგიერთი მათგანი ისეთ დიდ და ცნობილ ქალაქებში მდებარეობს, როგორიცაა იოჰანესბურგი და დურბანი.

"როდესაც მედდას ვკითხე, თუ რისთვის იყო ეს ფორმები, მან მიპასუხა: თქვენ, აივ-ინფიცირებული ადამიანები მაშინ არ სვამთ კითხვებს, როდესაც ორსულდებით. რატომ მისვამთ კითხვებს ახლა? თქვენ ამის უფლება აღარ უნდა მოგეცეთ, რადგან მოგწონთ ბავშვების გაჩენა, ჩვენ კი ეს ძალიან გვაღიზიანებს", - ნათქვამია მოხსენებაში.

კომისიამ განაცხადა, რომ გამოძიებას დრო სჭირდა, რადგან საავადმყოფოს ზოგიერთი თანამშრომელი დოკუმენტების დამალვას ცდილობდა, ან ისინი თანამშრომლობაზე უარს აცხადებდნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system