თავში

სამხრეთ აფრიკაში გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სამხრეთ აფრიკაში გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს
სამხრეთ აფრიკაში გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებულებს სამუდამო პატიმრობა მიუსაჯეს

სამხრეთ აფრიკაში ბოროტმოქმედთა დაჯგუფებამ ორი ახალგაზრდა ქალი, ანიშა და ჯოი გაიტაცა. ისინი ჯერ გააუპატიურეს, შემდეგ აწამეს, ჩამოახრჩვეს და მათი ძვლები დაამსხვრიეს. ამის შესახებ The Sun წერს.

ანიშა და ჯოი 2017 წლის დეკემბერში გაიტაცეს. ცნობილია, რომ მათ ერთმანეთის გაუპატიურება აყურებინეს. ეჭვმიტანილებმა ასევე სასამართლოს განუცხადეს, რომ ანიშას ჯოის გარდაცვალება აყურებინეს და მერე ჩამოახრჩვეს.

გამომძიებლების თქმით, ბოროტმოქმედთა დაჯგუფებას დაზარალებულების მიწის ნაკვეთის მიტაცება სურდათ. მან იცოდა, რომ გოგონები ამ ნაკვეთს ყიდდნენ, თუმცა დამნაშავეებს მისი ყიდვის საშუალება არ ჰქონდა. ამიტომ ერთ-ერთმა ბოროტმოქმედმა ქალების გატაცება ცოლთან ერთად დაგეგმა. მათ ქონების გადაფორმებაზე ხელი მოაწერინეს, თუმცა ისინი მაინც მოკლეს.

პოლიციამ დანაშაულში ბრალდებული ყველა პირი დააკავა. ერთ-ერთმა დამნაშავემ ციხეში თავი მოიკლა, ხოლო დანარჩენებს თავისუფლების უვადო აღკვეთა მიესაჯათ.

"ამ დანაშაულს არაადამიანურ, სასტიკ, ბოროტ და უბრალოდ საზიზღარს ვუწოდებ. ისინი შეწყალებას არ იმსახურებენ და სათანადოდ უნდა დაისაჯონ", - განაცხადა მოსამართლემ.

გარდაცვლილი ქალების ოჯახის წევრები მშვიდად არიან, რადგან იციან, რომ დამნაშავეები ციხეს ვეღარასოდეს დატოვებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system