თავში

სამხრეთ აფრიკაში ხანძარი ძლიერდება

სამხრეთ აფრიკაში ხანძარი ძლიერდება
სამხრეთ აფრიკაში ხანძარი ძლიერდება

სამხრეთ აფრიკის დედაქალაქ კეიპტაუნის გარშემო ხანძარი ძლიერდება, რომელიც 18 აპრილს გაჩნდა. ინფორმაციას ამის შესახებ Associated Press ავრცელებს.

ქალაქის მერის განცხადებით, ძლიერი ქარი ხელს უწყობს ხანძრის გავრცელებას ყველა მიმართულებით. მან დაამატა, რომ ხანძარი გაგრძელდება რამდენიმე დღის განმავლობაში. ცეცხლი უკვე 500 ჰექტარ ფართობზეა გავრცელებული.

ცნობილია, რომ ხანძრის ჩაქრობაში 4000-დან 5000-მდე მეხანძრე მონაწილეობს და მათ ასევე ეხმარებიან მოხალისეები. ხანძართან ბრძოლის დროს ოთხი მეხანძრე დაშავდა.

შეგახსენებთ, ხანძარი 18 აპრილს დილით ქალაქთან ახლოს, მთის ფერდობზე გაჩნდა, რის შედეგადაც კეიპTაუნის გარეუბნის რამდენიმე ათასი ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. გარდა ამისა, ცეცხლი უნივერსიტეტის შენობას გაუჩნდა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

თვითმხილველების თქმით, ფერდობზე ცეცხლი სამმა მამაკაცმა დაანთო. სავარაუდოდ, ერთი მათგანი უკვე დააკავეს, ხოლო კიდევ ორს ეძებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system