თავში

სამხრეთ აფრიკაში, შესაძლოა, ქალებს რამდენიმე ქმრის ყოლის უფლება ჰქონდეთ

სამხრეთ აფრიკაში, შესაძლოა, ქალებს რამდენიმე ქმრის ყოლის უფლება ჰქონდეთ
სამხრეთ აფრიკაში, შესაძლოა, ქალებს რამდენიმე ქმრის ყოლის უფლება ჰქონდეთ

სამხრეთ აფრიკის ხელისუფლებას სურს, დაამტკიცოს ქორწინების შესახებ კანონპროექტი, რომელიც ქალებს რამდენიმე ქმრის ყოლის საშუალებას მისცემს. ამის შესახებ გამოცემა CapeTalk იუწყება.

ქვეყანა იძლევა მრავალცოლიანობის უფლებას, ამიტომ ხელისუფლებას მიაჩნია, რომ ეს ინიციატივა სამხრეთ აფრიკის ყველა მოქალაქისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი, რაც გენდერულ თანასწორობას ხელს შეუწყობს.

"პოლიანდრიის ლეგიტიმაციის გადაწყვეტილება მიიღეს გენდერული თანასწორობის საკითხის ფრთხილად განხილვის შემდეგ. კანონი თანაბრად უნდა მოეკიდოს ქალებსა და მამაკაცებს ქორწინების საკითხებში, ამას მოითხოვს სამხრეთ აფრიკის კონსტიტუცია. ქვეყანაში მრავალცოლიანობის არსებობა ქალისთვისაც მსგავსი უფლების მინიჭებას მოითხოვს, რაც მას საშუალებას მისცემს, რამდენიმე ქმარი კანონიერად ჰყავდეს", - განაცხადეს კანონპროექტის ავტორებმა.

ამჟამად კანონპროექტის განხილვა მიმდინარეობს. პროცესი ივნისის ბოლომდე გაგრძელდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system